ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
მასწავლებელთა განათლება
პროგრამის ავტორები
იზაბელა პეტრიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
ზაქარია ქიტიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მასწავლებლის განათლების მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მიზანი კონცეპტუალურადეფუძნება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას. სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საგნის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი, რომელიც ფლობს სწავლების როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ ფორმებსა და ხერხებს, პედაგოგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სადღეისო მიღწევებს, პედაგოგიური კვლევის თანამედროვე მეთოდებს. კურსდამთავრებულს ექნება საგნის სწავლების მიზნისა და ამოცანების, შინაარსის და განხორციელების გზების საფუძვლიანი ცოდნა, ისეთი პროფესიული უნარები, როგორიცაა: ინიციატიურობა, შემოქმედებითობა, სასწავლო პროგრამისა და გეგმის განვითარების დამოუკიდებელი ხედვა, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივირება, საგნის სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება, სასწავლო პროცესის შეფასება და სხვა. პროგრამის მოთხოვნები მასწავლებლის პროფესიისადმი, შესაბამისობაშიასაერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში გაწერილ მოთხოვნებთან.
- შესაბამისიდარგისბაკალავრი;
- საერთოსამაგისტროგამოცდა - A ტიპის ტესტი;
- წერითიგამოცდაშესაბამის საგანში;
- ინგლისური და გერმანული ენის სპეციალობაზე შესაბამისი ენის B2
- დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის და მათემატიკის სპეციალობაზე ინგლისური/გერმანული/ფრანგული ენის B1 დონეზე ცოდნა;
- სამაგისტრო პროგრამის დამთავრებამდე სტუდენტმა ენის ცოდნა უნდა გააუმჯობესოს B 2 დონემდე.
ცოდნა და გაცნობიერება
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგსაკითხებზე:
- პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დისციპლინები;
- სასწავლო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა;
- საქართველოს ზოგადიგანათლებისსაკანონმდებლობაზა;
- კვლევის მეთოდები განათლებაში;
უნარები
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმაიცის შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში მიზანმიმართულად გამოყენება, კერძოდ:
- სასწავლო საგნობრივი პროგრამის ანალიზი და დაგეგმვა;
- სწავლა/სწავლების პროცესის ორგანიზაციის ფორმების, პრინციპებისა დ მეთოდების განსაზღვრა და გამოყენება კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით;
- სწავლება/სწავლის პროცესის მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
- სასწავლო პროცესის მიზანმიმართული დაგეგმვა და მართვა;
- განათლების სფეროში მეცნიერული კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს:
- პრობლემის დამოუკიდებლად იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარი;
- სწავლის პროცესი დამოუკიდებლად წარმართვის, სწავლისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
- კრიტიკული აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარი;
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში რეფლექსიის უნარი.
- საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;
- გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი;
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა - როგორც პედაგოგიური, ისე ადმინისტრაციული მიმართულებით პედაგოგთა გადამზადების ცენტრები.